შეაბიჯეთ აღმოსავლეთის ფუფუნებაში, სადაც დრო ჩერდება და სივრცე მისტიკით ივსება. ჩვენი ჩინური ოთახი -არის თავშესაფარი, შექმნილი უძველესი მითოლოგიისა და ფენ შუის სრულყოფილი ჰარმონიის კანონებით, რომელიც იდეალურია ღონისძიებებისთვის.
აქ, ოქროსფერი და წითელი ჯადოსნურად ერწყმის დრაკონის უზენაეს ძალას, ქმნიან რა იდეალურ ბალანსს ღრმა სიმშვიდესა და უმაღლეს ფუფუნებას შორის. ცასა და მიწას შორის კავშირს კი უწყვეტი ნაკადული გვიამბობს, ხოლო კედლებზე გამოსახული უძველესი დრაკონები თქვენს ბედისწერას იცავენ. თითოეული კუთხე და დეტალი აღმოსავლეთის სიბრძნითაა გაჯერებული.
იოცნებეთ იმპერიულად. ჩაიფიქრეთ ყველაზე სანუკავარი სურვილი, რადგან სასახლე “არკადია პალასში” ყველა სურვილი რეალობად იქცევა.
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.