Skip to content Skip to footer

საკოლექციო ავტომობილები

სასახლე არკადია პალასის ავტოგალერეა არის ბადრი პატარკაციშვილის მიერ შეგროვებული ისტორიული შედევრების კრებული. აქ, ერთ სივრცეში, სხვადასხვა სამყარო ხვდება ერთმანეთს:

სამეფო ფუფუნება – ბრიტანული Daimler Fastback 1989, რომლითაც თავად სამეფო ოჯახის წევრები სარგებლობდნენ.

ლეგენდარული Excalibur Sedan 1995: ავტომობილი, რომლის ემბლემაზეც მეფე არტურის მითიური ხმალია გამოსახული.

Studebakker Sedan 1928* ხის დისკებით.

Bentley Cabriolet Azure 1995  კუპე-კაბრიოლეტი.

ეპოქის სიმბოლოები: საბჭოთა ნომენკლატურის სიამაყე -GAZ Chaika და Zil Limousine 1991, სხვა რეტრო მანქანებთან ერთად.

აქ ყოველი ავტომობილი ბატონი ბადრის შინაგან სამყაროს ჰგავს: მასშტაბურს, მრავალფეროვანსა და დეტალებისადმი უსაზღვრო სიყვარულით შექმნილს. ხოლო ცაში ასაჭრელად გამზადებული ვერტმფრენი იმ დიდ ოცნებებს მოგვაგონებს, რომელთაც საზღვრები არ გააჩნიათ.