Skip to content Skip to footer

არკადია პალასი

სასახლე არკადია პალასი – გვიანდელი საბჭოთა მოდერნიზმის არქიტექტურული მანიფესტი თბილისის ცის ქვეშ, იქ, სადაც წარსული და მომავალი თეთრ ქვაში ერწყმის ერთმანეთს, აშენდა 1984 წელს, დიდებული ხუროთმოძღვრების ვიქტორ ჯორბენაძისა და ვაჟა ორბელაძის ხელწერით. მისი უზარმაზარი, თეთრი ტალღოვანი ფორმები და მონუმენტური სილუეტი არის თამამი მცდელობა, შეექმნათ საერო ტაძარი უმთავრესი რიტუალებისთვის. ყოველი კუთხე, ყოველი თაღი და ყოველი დეტალი ინახავს უთვალავი აღთქმისა და ზეიმის ენერგიას. ეს არ არის მხოლოდ წარსული. ეს არის აქტუალური სიდიადე, რომელიც რიტუალების სასახლის სახელით იყო ცნობილი, დღეს ჩვენ მას “სასახლე არკადია პალასის” სახელით გაცნობთ – ჩვენ ვიწყებთ მოგზაურობას მისი დიდების აღსადგენად. მობრძანდით, თუკი თქვენი გემოვნება რაიმე უნიკალურს, ამაღლებულსა და უკვდავს ეძებს. ამ ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი თავი ახლა იწყება.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.