არკადია ჰოლი
“არკადია ჰოლი“ – ბადრი პატარკაციშვილისა და ინნა გუდავაძის მიერ აშენებული განცალკევებული არქიტექტურული შედევრი სასახლე არკადია პალასის სივრცეში, რომელიც წარმოადგენს უძველესი სიბრძნისა და ხელოვნების საცავს. გარდა მისი წყობისა ამ სივრცეს კიდევ უფრო უნიკალურს ხდის კოლექციები:
ჰოლში ინახება „ვეფხისტყაოსნის” თითქმის ყველა გამოცემა. ეს არის ეროვნული ეპოსის სრული ქრონიკა, სადაც თითოეული ტომი ქართული ბეჭდვისა და ხელოვნების სხვადასხვა ეტაპს ასახავს. ასევე, აქ, შეხვდებით ქართველი მხატვრების ცნობილ ნამუშევრებს სხვა კიდევ უამრავ უნიკალურ ხელოვნებისა და კულტურის ნიმუშთან ერთად. ინტერიერი გაფორმებულია ძველი ცივილიზაციის ელემენტებით. ეს დეტალები, არქეოლოგიურ ნიმუშთა მსგავსად, დამთვალიერებელს დროში ამოგზაურებს.
“არკადია ჰოლი“ წარმოადგენს სივრცეს, სადაც სხვადასვა ლიტერატურული, რელიგიური და არქეოლოგიური მემკვიდრეობა ერთ ჭერქვეშაა გაერთიანებული. ჰოლი განკუთვნილი იყო განსაკუთრებული ზეიმებისა და მნიშვნელოვანი ვახშმებისთვის და დღესაც სრული მზადყოფნით ელოდება ახალ ისტორიებს, ამბებსა და სტუმრებს











