Skip to content Skip to footer

თბილისური ეზო

“თბილისური ეზო” – სასახლე არკადია პალასის ცენტრალური გვირგვინი. ბადრი პატარკაციშვილის ხედვით შექმნილი ეს სივრცე თვალსაჩინოდ გადმოსცემს იმ თბილისური სოციალური კავშირების ფილოსოფიას, რომელშიც ის აღიზარდა: თანაცხოვრება, გულწრფელობა, მეზობლობის კულტურა.

ეს ეზო, თავისი აივნებითა და გულღია ატმოსფეროთი, მისი სურვილისა და ოცნების განსახიერებაა: გაეცნო სტუმრებისთვის ის უნიკალური ადამიანური კავშირები, თბილი მეზობლური ურთიერთობები და  სულიერი სიახლოვე, რომლითაც ძველი თბილისი სუნთქავდა/საზრდოობდა.

აქ დახვეწილი ფასადები ხვდება ძველებურ აივნებს, იქმნება დელიკატური დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის. ეს არის კერძო ოაზისი, რომელიც სტუმრებს უზიარებს არა მხოლოდ სილამაზეს, არამედ იმ ადამიანურ სითბოს, რისი შენარჩუნებაც ბატონ ბადრის ამ ქალაქისთვის ასე მნიშვნელოვნად მიაჩნდა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.