„არკადია პალასის“ ოფიციალური პრეზენტაცია
25 თებერვალს „არკადია პალასის“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. საღამოს ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორის ლიდერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. “არკადია პალასი” წარმოადგენს დახვეწილი არქიტექტურისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის სინთეზს, რომელიც გათვლილია ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის ღონისძიებებისთვის/პროექტებისთვის.





























