Skip to content Skip to footer

ვილა არკადია

ვილა არკადია ურეკის გული- იქ, სადაც შავი ზღვის ტალღები და მაგნიტური ქვიშა ერთმანეთს ხვდება. სამ ჰექტარზე გადაჭიმული მარადმწვანე ბაღი და სანაპირო ზოლი.. პრემიუმ კლასის ვილა, ღონისძიებებისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურა და უმაღლესი დონის კონფიდენციალურობა.

ოდესღაც, შავი ზღვის ნაპირზე, იდგა არა შენობა, არამედ დაპირება – ბეტონის ჩარჩო, რომელიც დიდების დღეს ელოდა. დღეს, ვილა არკადია ამ დაპირების გაცოცხლებული ლეგენდაა. ის მემკვიდრეობაა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილისა და მისი მეუღლის ინნა გუდავაძის ხედვამ პრემიუმ-კლასის ხელოვნების ნიმუშად აქცია. სივრცე, სადაც ურეკის მაგნიტური ქვიშა ფეხქვეშ ჩურჩულებს უძველეს ამბებს განკურნების შესახებ,ხოლო ეს უნიკალური სანაპირო თქვენი დაუწერელი პოემის პირველი სტრიქონია. ბაღი, სადაც ყოველი ბილიკი სიმშვიდით არის მოფენილი; აუზი, სადაც ხელოვნური ჩანჩქერის მელოდია შავი ზღვის ტალღების რიტმს ერწყმის.

ეს არის პრემიუმ კლასის სივრცე მათთვის, ვინც აფასებს მაქსიმალურ კონფიდენციალურობას და დახვეწილ ინფრასტრუქტურას ნებისმიერი მასშტაბის ღონისძიებისთვის.

აქ თვენ შეგიძლიათ  თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღე დაუვიწყარ დღესასწაულად აქციოთ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.